დევიდ კამერონი – დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს

დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა ს მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მზად ვართ ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, – განაცხადა კამერონმა.
ბრიტანელი მინისტრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus რაკეტები მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატებითი რაოდენობით Storm Shadow რაკეტებს მიაწვდიდა.
„ბოლომდე მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ამა და სხვა საკითხებზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას”, – განაცხადა კამერონმა.
ამავდროულად კამერონმა აღნიშნა, რომ „არ მსურს დეტალების განხილვა და ჩვენი ოპონენტებისთვის იმის თქმა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.”
მან უარყო შიშები, რომ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ომის ესკალაცია შეუძლია.
„სრულიად შესაძლებელია ამ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების გაწესება, რათა გარანტირებულ იქნას, რომ ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ესკალაციას,” – განაცხადა კამერონმა.