დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

Haber Global-ის ცნობით, „ლილიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 25 წლის თავდამსხმელი ჯონათან დევიდი შეიძლება „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს და თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.
სტამბოლური კლუბი კანადელს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას და ამ ხნის განმავლობაში 55 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობს. თანხაში ბონუსები და აგენტისთვის საშუამავლოს გადახდა შედის. დევიდი არ ჩქარობს, რადგან სხვა წინადადებებსაც განიხილავს.
გასულ სეზონში დევიდმა ლიგა 1-ში 32 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (4:2) მან დუბლი შეასრულა.
“ბარსელონაში” გადასვლა ძვირად დაუჯდა – გარსია სახლიდან ვეღარ გადის

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში