საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ზურაბ ქოქოსაძის ინფორმაციით, დეველოპერული სექტორის დაკრედიტებაში ბანკს, დაახლოებით, 40% უკავია. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას განაცხადა.
„რაც შეეხება ბაზრის წილს, დეველოპერულ ბაზარზე „საქართველოს ბანკი“ დაკრედიტებით დაახლოებით 40%-ს ფარავს. მომხმარებელს საკმაოდ დივერსიფიცირებულ პროდუქტებს ვთავაზობთ. ამ კუთხით, ძირითადად, რაც ჩვენს მომხმარებელს აინტერესებს ეს იპოთეკური სესხებია, რომლითაც ამათუ იმ დეველოპერთან ბინის შეძენა ხდება“, – განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ.
მისი შეფასებით, 2023 წელი უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და ეს ტენდენცია ყველაზე აისახა.
„სამომავლოდ ფრთხილი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყოველთვის მოთხოვნა და ფასები მზარდი ვერ იქნება, ამიტომ როგორც მოთხოვნის ისე ფასების ნაწილში სტაბილიზაციას ველით. Galt & Taggart-ის მიმოხილვამაც აჩვენა, რომ მოთხოვნის მხარეს მოქმედი ყველა ფუნდამენტური ფაქტორი ძალიან ჯანსაღია. იმედია 2024 წელს ეს ტენდეცია ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ქოქოსაძემ.