დევდარიანი კობახიძეზე: გამოჩნდება “გამწარებული მაყურებელი” და ფეკალიების სროლას დაგვიწყებს

ვინც ჩცდ-ს უყურებს, იცის, რომ კატოს და სოსოს ურთიერთობა, ყვირილი, ჩხუბი და ტოქსიკური ურთიერთდამოკიდებულება უარყოფითად აისახა კატოს შვილზე, პირველკლასელ მოსწავლეზე. მასწავლებელი კატოს ეუბნება, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან არის მისაყვანი, რადგან ბიჭებისგან საჩუქრის აღების ეშინია, ჯერ რაღაცას გაჩუქებენ და მერე გცემენო. ნიაკო დედასაც ეუბნება, რომ არავინ არ უყვარს და გოგოებთან მეგობრობს, რადგან ბიჭები ცუდები არიან.
ხოდა, პერვერტმა მ დღეს პარლამენტში ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, რომ ჩვენი ტელევიზია და ჩცდ ბავშვთა გეი პროპაგანდას ეწევა.
ასე რომ, იცოდეთ, ახლა გამოჩნდება “გამწარებული მაყურებელი” (როგორც ეს ბროკოლიზე და კვარაცხელიაზე გააკეთეს) და დაიწყებს ფეკალიების სროლას ჩვენი მიმართულებით.
ეს არის ირაკლი კობახიძის თავში მომწიფებული და გაცემული დავალება, რომელსაც მერე დებილები უნდა აყვნენ.
ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ქეთი დევდარიანი ქართული ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს. ირაკლი მ კითხვაზე, არის თუ არა ჩცდ-ში LGBT თემების არსებობა “ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა”, თქვა, რომ “LGBT პროპაგანდა არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა ნაცური ტელევიზია, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე საზოგადოებას აქვს, ბუნებრივია, რეაქცია”.