„ნეპო ბავშვების“ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მათი წარმატება ხშირად პრივილეგიით არის განპირობებული და არანაირ კავშირში არ არის ნიჭთან და შრომისმოყვარეობასთან.
ტერმინი „ნეპო ბავშვი“ წარმოიშვა სიტყვისგან – ნეპოტიზმი. ლილი-როუზ დეპი, მაია ჰოუკი, ზოი კრავიცი, მოდ აპატოუ, კაია გერბერი, ლილა მოსი, ჰეილი ბიბერი, სია უსასრულოა. მაგრამ ნეპოტიზმი ჰოლივუდში ყოველთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ლაიზა მინელი ამერიკელების საყვარელი მსახიობის, ჯუდი გარლანდის ქალიშვილი იყო და დღეს მისი სახელიც, ისევე როგორც დედის, ლეგენდარულია.
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, რომელიც 2004 წლის 12 სექტემბერს რომში დაიბადა, ნამდვილად მზადაა დედის გზა ღირსეულად გააგრძელოს.
მას ჰყავს უმცროსი და, ლეონი და უმცროსი ნახევარდა, ამაზონი, მამისა და თინა კუნაკის ქალიშვილი. დევა გაიზარდა იტალიაში, მაგრამ მშობლებთან ერთად ევროპაში ბევრს მოგზაურობდა. ბოლო დროს კი პარიზში ცხოვრობს. დევა თავისუფლად ფლობს სამ ენას: იტალიურს, ფრანგულს და ინგლისურს.
ლილი-როუზ დეპი 1999 წელს დაიბადა. სამი წლის შემდეგ მას შეეძინა ძმა – ჯონ კრისტოფერ დეპი. ადრეული ასაკიდანვე გოგონა პრესის ყურადღების ობიექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის საზოგადოების ინტერესისგან დაცვას სულ ცდილობდნენ, ეს ყოველთვის არ გამოსდიოდათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პატარა ლილი კვებითი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა და პრესა მშობლების უყურადღებობაზე ალაპარაკდა.
შაილო ჯოლი-პიტი 2006 წლის 27 მაისს, სვაკოპმუნდში, ნამიბიაში, დაიბადა. ადგილობრივმა გუბერნატორმა სამუელ ნუუიომა მის დაბადებას „ჩვენი ქვეყნის პატივი“ უწოდა და დასძინა, რომ ბავშვის დაბადებას აფრიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მინისტრის მოადგილემ ლეონ ჯოოსტემ კი განაცხადა, რომ ახალშობილს ნამიბიის მოქალაქეობას მიანიჭებდნენ.
2008 წელს კი მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“. როგორც ცნობილია, ანჯელინა შაილოს სამსახიობო კარიერის წინააღმდეგი არ არის.
ბოლდუინი დაიბადა ტუსონში, იგი მსახიობ სტივენ ბოლდუინის და გრაფიკული დიზაინერიდ კენიელი დეოდატო ბოლდუინის შვილია.
მაია ჰოუკი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელია. მაიას ყველაზე გამორჩეული როლი Netflix-ის სერიალში, “უცნაური ამბები”, შედგა და მაყურებლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი ამერიკელი მსახიობების, უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქალიშვილია.
იგი მსახიობების, დონ ჯონსონის და მელანი გრიფითის ქალიშვილია. ჯონსონის კინოდებიუტი 1999 წელს შედგა, როდესაც ის 10 წლის იყო გადაიღეს შავ კომედიაში, „გიჟი ალაბამა“-ში, სადაც დაკოტასთან ერთად, მონაწილეობას იღებდა დედამისიც.
კაია სინდი კროუფორდისა და რანდე გერბერის შვილია. კარიერა დაიწყო 2014 წელს და მალევე იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად.
კენდალ ჯენერმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, მისი დებიუტი პოდიუმზე კი 2012 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა. იგი საკმაოდ ნცბილი კარდაშიანების ოჯახის წევრია და მის წარმატებასაც ხშირად უფროსი დების პოპულარობას მიაწერენ.
სოფია ამერიკელი მომღერლის, ლიონელ რიჩის უმცროსი ქალიშვილია.
იგი Hilton Hotels & Resorts-ის დამფუძნებლის კონრად ჰილტონის შვილთაშვილია. მოდელის კარიერა მოზარდის ასაკში დაიწყო. 2000 წელს კონტრაქტი გააფორმა დონალდ ტრამპის სამოდელო სააგენტოსთან და გახდა პროფესიონალი მოდელი.
