დევა კასელი Vanity Fair – ისთვის და შთამბეჭდავი კადრები

ამომავალი ვარსკვლავი, დევა კასელი მოდისა და კინოს ინდუსტრიას იპყრობს. მისი ყოველი გამოჩენა პრესასა თუ სოციალურ მედიაში დიდი აღფრთოვანებას იწვევს. ამჯერად დევა Vanity Fair France-ისთვის პოზირებს – ის ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ლუკ ბრაკეს ობიექტივში მოხვდა.

deva-casel

deva-casel

deva-casel

deva-casel

deva-casel

მშვენიერმა დევა კასელმა  Dior-ისა და Schiaparelli-ის სამოსი მოირგო, არჩევანი კი Cartier-ის სამკაულებზე გააკეთა.

დევა კასელის ისტორია

დევა კასელი დაიბადა 2004 წლის 12 სექტემბერს რომში. მისი მშობლები იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ვინსენტ კასელი არიან.დევას ბავშვობამ მრავალკულტურულ გარემოში გაიარა: იზრდებოდა პარიზში, რომსა და რიო-დე-ჟანეიროში. ეს შესაძლებლობა მისთვის მრავალენოვანი უნარების განვითარების წინაპირობა გახდა – იგი თავისუფლად ფლობს იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურსა და პორტუგალიურს.

დევამ მოდის სამყაროში პირველად 14 წლის ასაკში შეაბიჯა, როცა გახდა Dolce & Gabbana-ს სუნამოს კამპანიის სახე. მისი ბუნებრივი სილამაზე, თავდაჯერებული დგომა კამერის წინ და იტალიური ელეგანტურობა მაშინვე შეინიშნა მოდის კრიტიკოსთა მხრიდან. მას შემდეგ კასელი გამოდის ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა Jacquemus, Coperni, Alberta Ferretti და ისევ და ისევ Dolce & Gabbana.

დღეს ის არის Dior-ის და Cartier-ის ბრენდ-ამბასადორი, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული მოდელები იკავებენ.

deva-casel

დევას დებიუტი კინოში 2023 წელს, იტალიურ ფილმში La Bella Estate („ლამაზი ზაფხული“) შედგა, სადაც განასახიერა ახალგაზრდა გმირი  ამელია. კინოკრიტიკოსების თვალს არ გამოპარვია მისი ბუნებრივი თამაშის მანერა და ეკრანული მომხიბვლელობა.

2025 წელს კი ის ერთ-ერთ მთავარ როლში  Netflix-ის სერიალში „ლეოპარდი“ გამოჩნდა, სადაც ანჯელიკა სედარას როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სერიალში დევას პარტნიორობას შეყვარებული, სოლ ნანნი უწევს.

”წიგნის ნახევარი დიდი ხნის წინ მქონდა წაკითხული, ფილმის ნაწილები მქონდა ნანახი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იცით, ამ ასაკში ძნელია ყველა ქვეტონის, ცნების გაგება. ასე რომ, როცა ანჟელიკას როლი შემომთავაზეს, ჩემთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. გადაღებები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, რამდენიმე კვრის შემდეგ პერსონაჟის აზრებისა და მოქმედების გაანალიზება დავიწყე…ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს იყო საშუალება, მეჩვენებინა ყველა განსხვავებული ემოცია და მდგომარეობა” – განაცხადა დევამ ინტერვიუში საუბრისას.