დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სოფელ დედოფლისწყაროში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა, ტრაქტორში მყოფი მამა-შვილი კი დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება