ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა. ცნობილი დედის მსგავსად, ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 220 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
შორენა ბეგაშვილი 8 ივლისს იუბილარი იყო. დაბადების დღის აღნიშვნა მისი ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის სიურპრიზით დაიწყო. ევამ მეგობრებთან ერთად დედას 12 საათზე ტორტი ჩააქრობინა.
შორენა ბეგაშვილმა დაბადების დღე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში გამართა. იუბილარმა ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო – თეთრი იყო წვეულების მთავარი ფერი. განსაკუთრებული იყო დაბადების დღის ტორტი და თეთრი ბურთებით გაფორმებული გარემო.
ევა დედის დაბადების დღეზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან თეთრი ელეგანტური კაბა მოირგო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით “იცით, ეს რომელი კაბაა?” პოსტიდან ვიგებთ, რომ ევამ დედის, შორენა ბეგაშვილის კაბით იყო წარმოდგენილი, კაბა რომელიც ფილმში “პოკერი სიყვარულის წესებით” ეცვა. ევამ საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახურა და გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ ის ძალიან გავს დედას.
შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთვოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან “რუსთავი 2”-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.
შორენა ბეგაშვილისა და “კანონიერი ქურდის”, ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა, შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება.
