ყველასთვის საყვარელი ქართველი პოპ-დივა, ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ერთადერთი ქალიშვილის, მარიამ მამულაშვილის ფოტოებს აქვეყნებს. მარიამი, მშვენიერი დედის მსგავსად,განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ მარიამი სულ უფრო მეტად ემსგავსება დედას.
მარიამ მამულაშვილი ლელა წურწუმიას ერთადერთი ქალიშვილია, თუმცა კახი მამულაშვილს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს. მარიამი კამერების წინ ხშირად არ ჩნდება, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების შესახებ ხშირად გვიზიარებს სიახლეებს. როგორც ცნობილია, 23 წლის მარიამი გატაცებულია ფოტოგრაფიით და ეს მისი მთავარი საქმიანობაა.
ცოტა ხნის წინ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელს შვილის, მარიკო მამულაშვილის ნახატები გააცნო. ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა.
ეს მისი პირველი ინტერვიუა. ამბობს, რომ ხელოვნებასთან დიდი მიჯაჭვულობა აქვს, სამხატვრო აკადემიის მეორეკურსელია, დაზგურ ფერწერაზე სწავლობს.
– თავიდან მინდოდა, ფოტოგრაფიაზე ჩამებარებინა, რადგან ეგ სფერო მე-9 კლასიდან მიზიდავს. როცა ფოტოაპარატი ხელში მიჭირავს, თითქოს რეალობას ვწყდები. ჩემთვის გადაღების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– და მანდ სწავლის გაგრძელება რატომ გადაიფიქრე?
– დაზგურ ფერწერაზე მოვხვდი, მაგრამ ეს სფეროც ძალიან მომწონს… ბაბუაჩემი – დედის მამა, ფიზიკოსი იყო, მაგრამ ამასთანავე, მხატვარიც. მაქვს მისი ნამუშევრები ნანახი და მინდა, რომ მეც ამ ხელოვნებას გავყვე… დედა ბაბუაზე სულ მიყვებოდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მისთვისაც გავაგრძელე დაზგური ფერწერის შესწავლა. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ეს სიყვარული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ დაიწყო. ბებიაჩემის ბიბლიოთეკაში, სადაც ბევრი საინტერესო წიგნია, შევიდოდი ხოლმე და ნიკო ფიროსმანის ალბომს ვიღებდი, ვუყურებდი და ვხატავდი. ვხდებოდი, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ახლა დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნახატებს. ეგ ნამუშევრები ძალიან სწრაფად დავხატე, რადგან მეორე დღეს გამოცდა მქონდა. პორტრეტი კი გადავხატე, მაგრამ არ მიყვარს, როცა ნახატი ნახატს ჰგავს, მინდა, ჩემი ფანტაზიებიც ავურიო. ჩემი ნახატები ადრეულ წლებში სერიოზულად არასდროს მიმიღია, რადგან როგორც ვთქვი, ერთი პერიოდი ფოტოგრაფიაზე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი. ახლა კი მხატვრობას უკავშირდება ჩემი ფიქრები და ხედვა.
– ხატვისას რა ფერებს ირჩევ?
– ასე ვერ ვიტყვი, ხატვის პროცესში აზრი ბევრჯერ მეცვლება. ეს ლექტორს მოსწონს… არ ვერიდები ნახატის “გაფუჭებას“, როცა რაღაცას გადავიხატავ და მერე ჩემი გემოვნებით სხვანაირად დავამუშავებ. იმ პორტრეტის ორიგინალი, რაც მამაჩემმა სოციალურ ქსელში დადო, უფრო მუქი და სევდიანი იყო, მაგრამ მე ღია ფერები შევურჩიე.
