· 583
სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ადგილობრივები გია რობაქიძის სამი შვილის ნიჭიერებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მოზარდები უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა, ემიგრაციაში წასული დედა კი ბოლო კაპიკებს აგზავნიდა, რომ შვილები საუნივერსიტეტოდ მოემზადებინა.
დაღუპული ტყუპების დედა ემიგრაციაში იყო. დებს ძმაც ყავდათ. ისიც დაიღუპა. დედისგან გამოგზავნილი ფულით მამა ბავშვებს ამზადებდა, თურმე ყოველ დღე დაყავდა ბავშვები რეპეტიტორებთან. დედა ახლა ჩამოვიდა, ცოცხლად დამარხულ ქმარ-შვილთან. სიტყვები არ მყოფნის ისეთი ტრაგედიაა – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.