დედა-შვილის საოცარი კადრები: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, როგორც ორი თაობის გამორჩეული სახეები – Marao

კახიანების ოჯახს ქართველი საზოგადოება დიდი ხანია კარგად იცნობს. იმედა კახიანის ქალიშვილია ეკა კახიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ანსამბლ “მზიურიდან” მოიგო მსმენელის გულები. ეკას სამი ქალიშვილი, ნინი, ანასტასია და ქეთო ჰყავს. დედის გზა მხოლოდ უფროსმა, ნინი ბადურაშვილმა გააგრძელა.
ცოტა ხნის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილმა დედასთან, ეკა კახიანთან გადაღებული ფოტო გააზიარა. ფოტოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა – აღნიშნავდნენ, რომ დედა-შვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ეკა კახიანი საქართველოს სახალხო არტისტის, იმედა კახიანის შვილია. ეკა 1964 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 1974–1980 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. 1988–1998 წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2004 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო- და ტელეფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი.
ეკა ნა­ად­რევ ასაკ­ში რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ჰყავს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ერეკ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ეკამ ნიკო თო­ფუ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა.
ნიკო თო­ფუ­რი­ძეს და ეკა კა­ხი­ანს, ორი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთო და ანას­ტა­სია ჰყავთ.
„არ მერიდება იმის თქმა, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილები, საოცარია რომ უცებ შევიძინე მათი სახით 3 და, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეგობრები არიან. სამივე სხვადასხვანაირია, ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვწერთ ხოლმე, მაგალითად თუ რაიმე გადაღება მაქვს და ვწერ ამარჩევინეთ რა ჩავიცვა, ზუსტად ვიცი ვინ როგორ მიპასუხებს, აქედან ნინი მოიწერება – „რავი აბა“ , იქიდან ანასტასია, დეტალურად მომწერს რა და რატომ უნდა ჩავიცვა, რაც შეეხება ქეთოს ის ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ერთადაც დავდივართ სამოგზაუროდ მე ამ ყველაფრით ძალიან მადლიერი ვარ. “
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან “ბასტი-ბუბუს” სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია” გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ “სტეფანე და 3G”-ს წევრი.
წლების მანძილზე ბევრი იწერებოდა ნინის ქორწინებაზე რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენზე, ირაკლი კუტალაძეზე. წყვილი ერთად სულ რამდენიმე თვის მანძილზე იყო, თუმცა ელენე ინარჩუნებს მამასთან კარგ ურთიერთობას.
დღეს ნინი აქტიურადაა დაკავებული მუსიკალური კარიერით და ერთგულ მსმენელს ახალი ნამუშევრებითაც ანებივრებს.