
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – ეს იყო 22 წლის ბიჭის ბოლო სიტყვები, რომელიც 2016 წლის 8 აგვისტოს, თუთის ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.



საქმე სათანადოდ არ გამოიძიეს და დახურეს. 2022 წელს სტრასბურგის სასამართლომ უწყებებს გამოძიების არაეფექტურობაში დასდო ბრალი და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა.
