დედა დათვმა ბელი “იშვილა” – ცხოველებს შორის დათვებს განსაკუთრებული დედობრივი ინსტინქტები აქვთ

ცხო­ვე­ლებს შო­რის დათ­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტე­ბი აქვთ.
· კა­ნა­და­ში, მა­ნი­ტო­ბის რე­გი­ონ­ში დედა დათვმა და­კარ­გუ­ლი ბე­ლე­ბი “იშ­ვი­ლა”. ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ რე­გი­ონ­ში ეს არის ასე­თი მე-13 შემ­თხვე­ვა.
ხუთი წლის დედა დათ­ვი და მისი 10-11 თვის ასა­კის ბე­ლე­ბი და­სავ­ლეთ ჰადსო­ნის ყუ­რის სა­ნა­პი­როს­თან შე­ნიშ­ნეს. ეს ად­გი­ლი ცნო­ბი­ლია პო­ლა­რუ­ლი დათ­ვე­ბის დიდი პო­პუ­ლა­ცი­ით.
რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ ბე­ლე­ბი­დან ერთი ამ დედა დათ­ვი­საა, ხოლო მე­ო­რე – არა.
ბოლო ხუთი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4 000-ზე მეტი დათ­ვი შე­ის­წავ­ლეს და სა­ერ­თო ჯამ­ში, და­ფიქ­სირ­და 13 შემ­თხვე­ვა, როცა დედა დათვმა ბელი “იშ­ვი­ლა”, ანუ სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, იზ­რუ­ნა ისეთ ბე­ლებ­ზე, რო­მე­ლიც მას არ გა­უ­ჩე­ნია.
რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­წე­რენ, ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი დათ­ვი რო­დე­საც გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­ვი­და, ის მხო­ლოდ ერთ ბელ­თან ერ­თად იყო, ხოლო შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე ორი ბე­ლით გა­მოჩ­ნდა. ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, რა და­ე­მარ­თა ბე­ლის ნამ­დვილ დედა დათვს.
წყარო: www.ambebi.ge