„დედაჩემმა გაგვახსენა, რასაკვირველია! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლესთან, გიგა ბოკერიასთან ერთად გადაღებულ ჯვრისწერის ფოტოს ავრცელებს

„დედაჩემმა გაგვახსენა, რასაკვირველია! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი“ – მეუღლესთან, სთან ერთად გადაღებულ ჯვრისწერის ფოტოს ავრცელებს
გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ქორწინების 18 წელს აღნიშნავენ.
ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ჯვრისწერის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
პოლიტიკოსი წერს, რომ წყვილის ჯვრისწერიდან 18 წელი გავიდა:
„დედაჩემმა გაგვახსენა, რასაკვირველია! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი გამომწერებს გიგა ბო­კე­რი­ას 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს უზიარებს:
„14 წლის წინ, ამ დღეს, ვერის ეკლესიაში მე და თამუნამ ჯვარი დავიწერეთ და კესო მოვნათლეთ. ვულოცავ, პირველ რიგში ჩემს თავს და მას ამ დღეს.
ამ ფოტოზე რეაქციას ორივე მხრიდან ველი – ვინც „ეკლესიასთან ბრძოლას“ გამახსენებს, ან პირიქით – ამ ფოტოთი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას დამაბრალებს. არადა უბრალოდ კარგი ფოტოა“ – წერს გიგა ბოკერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში