„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – რას ამბობს თბილისში ავარიისას გარდაცვლილი ქალის შვილი

„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – რას ამბობს თბილისში ავარიისას გარდაცვლილი ქალის შვილი
გასულ ღამეს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი აქციაზე მყოფი `შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავარიაში მოჰყვა“. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სადაზღვეო კომპანიამ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ განცხადების ტექსტი დაღუპული ქალის ოჯახის თხოვნით შეცვალა. თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ეწერა, რომ „ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“.
გარდაცვლილი ქალის შვილი, თამუნა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.
თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!
დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ
იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!
ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – წერს თამუნა კუბლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას