“დედაშენს დაურეკეო?-გოგონამ ჰკითხა. დედა ორი წელია არ მინახავს, საბერძნეთშიაო…”

“გუშინ ერთ ჩიხში ასფალტზე იწვა ბიჭი.
სუნთქვა უჭირდა.
ზურგში ჰქონდა მორტყმული დუბინკა, ან რა ვიცი, რა…
თავს ეხვია რამდენიმე ახალგაზრდა.
დედაშენს დაურეკეო?-გოგონამ ჰკითხა.
დედა ორი წელია არ მინახავს, საბერძნეთშიაო…
ლამის ყოველი მესამე ბავშვი ასეთია…
და, ამის მიუხედავად, გაბოროტებულ მიზანთროპებად კი არა, ქვეყნის მოყვარე მამულიშვილებად გაიზარდნენ ეს ბავშვები…
ის ილია იამაყებდა ამ ბავშვებით, რომლებისგანაც საკუთარ წუწში ამოხუთული ნაძირლები იცავენ – თითქოს მათნაირებმა არ დაახალეს შუბლში ტყვია!
და თითქოს ყოველ ამოსუნთქვაზე ხელახლა არ ხოცავენ იმ ნათელ ადამიანებს, რომლებიც პირველად რუსებმა დახოცეს…” –  წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფცია” -ს  დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა

ეკა ბესელია აქციაზე დაკავებულებზე – ამ შენობაში ბოლოს გამოვედი 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი და ვთქვი, რომ ამ დარბაზში არ დავბრუნდებოდი, ვიდრე სასამართლოს არ ვნახავდი თავისუფალს – ამ დარბაზში დავბრუნდი და ეს ამათ გამო გავაკეთე!