„დედაქალაქს განიავება აღარ აქვს“ – რეკომენდაციები ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედაქალაქში განიავება არის შემცირებული არასწორი განაშენიანების შედეგად, რის გამოც ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ვიზუალურად უფრო ნათელი ხდება.
მისივე თქმით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ბევრ შემთხვევაში იწვევს ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით, ეს უფრო რთულად ასთმური მოვლენების მატარებლებს გადააქვთ.
გარდა ამისა, ჩხობაძის შეფასებით, თბილისში გამწვანების კოეფიციენტი უფრო მაღალი უნდა იყოს.
„ჩვენ ორი ნაკადი გვაქვს ისეთი, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ნაწილად ჩავთვალოთ. ერთი მოდის აფრიკიდან, მეორე ნაკადი კი არის ცენტრალური აზიიდან. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიქსირდება, ახლა ნაკლებად არის ბურუსი, მაგრამ შარშან და შარშანწინ რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში ბურუსი მთლიანად ქალაქში იყო.
ამ შემთხვევაში, რასაც ვიზუალურად ვხედავთ, მაგრამ ეს პრობლემები წარმოშობილია, იმ ნაკადების გამო, რაც ბოლო პერიოდში ხდება გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე იმიტომ, რომ თვითონ ატმოსფეროში, ტროპოსფეროში და ზოგადად სტრატოსფეროში ისეთი მოვლენებია დედამიწის გარშემო, განსაკუთრებით მთელ ატმოსფეროში, რომ ზუსტი პროგნოზირება ვერ კეთდება, რა და როგორ უნდა ხდებოდეს. ძალიან სწრაფად იცვლება სურათი ქარის მოძრაობის, მთლიანად დედამიწაზე შეცვლილია ქარის მოძრაობა.
ჩვენ დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს. შესაბამისად, ეს იწვევს, რომ შეგრძნების დონე PM-ის მომატების და ტრანსსასაზღვრო დაბინძურება უფრო ნათელი ხდება. რას იწვევს ეს საბოლოო ჯამში? – ეს იწვევს ბევრ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით, უფრო რთულად გადააქვს ეს ასთმური მოვლენების მატარებლებს. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია, ერთი, რომ PM არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად შემოსული, მეორე არის PM შეიძლება გაიზარდოს ტრანსპორტიდან დაბინძურების, ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ედება, რაც რა თქმა უნდა, იწვევს არასასიამოვნო განცდებს, ადამიანებს ზოგადად სუნთქვა ეკვრებათ და ვერ სუნთქავენ, როგორც არის საჭირო. თან იმ ფონზე, რომ ქალაქში განიავება არის შემცირებული არასწორი განაშენიანების შედეგად, ეს ყველაფერი იწვევს ამ შედეგებს, რომ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ცხოვრება უჭირს.
არსებობს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები – ამ დროს ცდილობენ, რომ გაერიდონ მსგავს ადგილებს, მეორე რეკომენდაცია არის სველი საფენები ზოგჯერ შველის და პირბადეები, რომელიც აგრეთვე შველის ამ სიტუაციაში. პირველ რიგში, რეკომენდაცია რა არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მტვერი პატარებს ავარიდოთ, სეირნობა შესაძლებელია ძალიან ადრე, დილით ან ძალიან გვიან, როცა ასე ვთქვათ, ეს ნაწილაკები უფრო დალექილია. პირდაპირ ვერავინ ვერ იტყვის, ეს ასე გავაკეთოთ თუ ისე. კიდევ ერთი, გამწვანების კოეფიციენტი თბილისში უფრო მაღალი უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
jandacva.ge