დედაქალაქის ცენტრალურ გამზირის რეაბილიტაცია – რუსთაველის პროსპექტის სრული განახლება სამ ეტაპად განხორციელდება

დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, შენობების უმეტეს ნაწილს რეაბილიტაცია სჭირდება. ავარიული შენობების მდგომარეობაზე “კურიერთან” რუსთაველის პროსპექტის მცხოვრებლებიც საუბრობენ. თბილისის ეს ისტორიული უბანი, ტურისტებითაც მუდმივად დატვირთულია.
დედაქალაქის მერმა, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დააანონსა. კახა კალაძემ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ეტაპები დეტალურად განმარტა.
თბილისის მთავარ გამზირზე, სამუშაოები 3 ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში, მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და გამოცხადდება ტენდერი, შემდეგ დაიწყება ქუჩაზე არსებული დაზიანებული შენობა-ნაგებობების სახურავების, ფასადების რეაბილიტაცია-გამაგრება . მიწისქვეშა გადასასვლელებში, ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. ბოლო ეტაპზე, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და გზის ახალი საფარი დაიგება.
მთავარ გამზირზე, სამუშოებს თბილისი განვითარების ფონდი განახორციელებს. რეაბილიტაციის პარალელურად, ტრანსპორტის მოძრაობის საგზაო გეგმა, ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია, მომდევნო წელს დაიწყება. შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოებზე დაახლოებით 60 მლნ, გზის მოწესრიგებაზე კი 30 მლნ ლარი დაიხარჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა