“დედას 100 ევროთი ნაკლები აქვს; შენ ციხეში ზიხარ, იმ გოგოს ვალი ისევ გაქვს და ისევ ვერ ხვდები, რა იყო იმ კანონში რუსული; რეალს კი ისევ გაედო” – მიხეილ ზაქარეიშვილი კანონში ცვლილებებზე

“დედას 100 ევროთი ნაკლები აქვს; შენ ციხეში ზიხარ, იმ გოგოს ვალი ისევ გაქვს და ისევ ვერ ხვდები, რა იყო იმ კანონში რუსული; რეალს კი ისევ გაედო” – მიხეილ ზაქარეიშვილი კანონში ცვლილებებზე
ახალი კანონის თანახმად:
53 წლის ახალგაზრდა ბიჭს დედამ საბერძნეთიდან ჩაგირიცხა 100 ევრო. აქედან 40 ევრო ბენფიკასთან რეალის ორიანზე დადე; 40 ევროთი იმ გოგოს, რომელიც მოგწონს, ვალი ნაწილობრივ დაუბრუნე; ხოლო დარჩენილი 20 ევროთი ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გადასახადი დაფარე. მერე ამ ინტერტნეტთან მიერთებული კომპიუტერით შეხვედი ფეისბუქზე და დაწერე პოსტი, რომლითაც კასპში გეი ქორწინების აკრძალვას ითხოვ. მოდის სახელმწიფო და სავსებით კანონიერად გიშვებს ციხეში 6 წლით. დედას 100 ევროთი ნაკლები აქვს; შენ ციხეში ზიხარ, იმ გოგოს ვალი ისევ გაქვს და ისევ ვერ ხვდები, რა იყო იმ კანონში რუსული; რეალს კი ისევ გაედო.
და რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?!