“დედამიწის საათის” ფარგლებში, სხვადასხვა სამთავრობო შენობებში და ფასადებზე, შუქი ერთი საათის განმავლობაში ჩაქრება

საქართველო, უკვე მეჩვიდმეტედ, აქციას “დედამიწის საათი” შეუერთდება. ეს არის მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქცია, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქციას სახელმწიფო უწყებები შეუერთდებიან და შუქი ჩაქრება ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, შუქი გამოირთვება რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე.