კოსმოსიSci-Techმეცნიერება
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
ფოტო: Getty / Futurism
NASA-ს პოსტდოქტორანტმა, პატრიკ შობერმა გასულ თვეში ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც კალიფორნიაში, კანადაში, იაპონიასა და ევროპაში მდებარე სხვადასხვა ობსერვატორიების მონაცემები გააანალიზა.
შობერმა თავის კვლევასთან დაკავშირებით გამოცემაში The Conversation ესეიც გამოაქვეყნა. ესეიში ვკითხულობთ, რომ შობერი ასტეროიდების უკეთ გაგებას ცდილობს, განსაკუთრებით ისეთების, რომლების ჩვეულებრივი ტელესკოპებით შემჩნევაც რთულია. გარდა ამისა, მეცნიერი იმასაც სწავლობს, თუ როგორ იწვევს ეს ასტეროიდები მეტეორებს, ე.ი. ქვების ან მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსვლისას ალდება.
ბევრი მეტეორი კომეტებიდან წარმოიშობა. კომეტების მზესთან მიახლოებისას მათ მეტეორები წყდება, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს ატმოსფეროში ხვდება. გარდა ამისა, მეტეორები ასტეროიდებიდანაც წარმოიშობა. ამის მაგალითი დეკემბერში მიმდინარე გემინიდების მეტეორული ნაკადია, რომელსაც ასტეროიდი 3200 ფაეტონი წარმოქმნის.
შობერმა უფრო მცირე ზომის ასტეროიდების შესწავლა გადაწყვიტა. მან 235 271 მეტეორი და ბოლიდი შეისწავლა. მიზანი ერთმანეთის მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე მეტეორების აღმოჩენა იყო. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს მეტეორები ერთი და იმავე წყაროდან მოდის.
აღმოჩნდა, რომ არსებობს 282 მეტეორისგან შემდგარი გროვა. სავარაუდოდ, იგი პატარა ასტეროიდიდან წარმოიქმნება, რომელიც მზესთან მიახლოებისას იშლება. საინტერესოა, რომ ჩვენი პლანეტის ორბიტა ამჟამად ამ გროვასთან იკვეთება.
ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა957 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა157 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს152 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ133 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა109 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
მედიცინა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
ტექნოლოგიები
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
გადახედვა
კოსმოსი
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა