დედამიწას გიზის პირამიდის ზომის ასტეროიდი უახლოვდება – რა ინფორმაციას ავრცელებს NASA

დე­და­მი­წას გი­ზის პი­რა­მი­დის ზო­მის ას­ტე­რო­ი­დი უახ­ლოვ­დე­ბა – ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ -ის აე­რო­ნავ­ტი­კი­სა და კოს­მო­სუ­რი სივ­რცის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო (NASA) ავ­რცე­ლებს.
· ას­ტე­რო­ი­დი, სა­ხე­ლად 2014 TN17, დე­და­მი­წას, ოთხშა­ბათს ჩა­უფ­რენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ტე­რო­ი­დი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც “პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ხი­ფა­თო”, დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის რის­კი და­ბა­ლია.
“2014 TN17 საკ­მა­ოდ დი­დია იმის­თვის, რომ ჰი­პო­თე­ზუ­რად ქა­ლა­ქი გა­ა­ნად­გუ­როს, მაგ­რამ ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს“, – თქვა დოქ­ტორ ჯე­იმს ო’დო­ნო­გი­უმ, რე­დინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ნომ­მა.
შარ­შან, NASA-ს მი­სია DART-ის აპა­რა­ტი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ე­ჯა­ხა პი­რა­მი­დის ზო­მის ას­ტე­რო­იდ დი­მორ­ფოსს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უც­ვა­ლა ტრა­ექ­ტო­რია. ეს გახ­ლდათ პლა­ნე­ტუ­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მის პირ­ვე­ლი ასე­თი ტეს­ტი.
· დე­და­მი­წას­თან შე­და­რე­ბით სი­ახ­ლო­ვის გამო, ას­ტე­რო­ი­დი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც დე­და­მი­წის მახ­ლო­ბე­ლი ობი­ექ­ტი (NEO). მათი ზო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­დან 500 კმ-მდე მერ­ყე­ობს. ას­ტე­რო­ი­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა გვხვდე­ბა მარსსა და იუ­პი­ტერს შო­რის არ­სე­ბულ ვრცელ რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც ას­ტე­რო­იდ­თა სარ­ტყე­ლი ეწო­დე­ბა. იუ­პი­ტე­რის გრა­ვი­ტა­ცი­ამ დიდი როლი ითა­მა­შა ობი­ექ­ტე­ბის ას­ტე­რო­ი­დე­ბის სარ­ტყლი­დან ამოგ­დე­ბა­ში.
სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს კოს­მო­სუ­რი ქა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ტიპი, რომ­ლის ტრა­ექ­ტო­რი­ის შეც­ვლა რთუ­ლი ან შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ობი­ექ­ტით.
მა­გა­ლი­თად, ას­ტე­რო­ი­დი იტო­კა­ვა ფხვი­ე­რი ლო­დე­ბი­სა და კლდე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. ასე­თი ას­ტე­რო­ი­დი შთან­თქავს ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ტყმის ენერ­გი­ას და თა­ვის ტრა­ექ­ტო­რი­ას გა­აგ­რძე­ლებს.
წყა­რო: ambebi.ge