პლანეტამ კლიმატის ცვლილების პირველი კრიტიკული ზღვარი გადალახა, – ნათქვამია ჟურნალ Science News-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მკვლევრების მონაცემებით, ოკეანეების დათბობამ მარჯნის რიფების მასიური დანაკარგები გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის თითქმის მილიარდი ადამიანის საარსებო წყაროს, რომლებიც ამ ეკოსისტემებზე არიან დამოკიდებულნი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მაშინაც კი, თუ ტემპერატურის მატება 1.5°C-ის დონეზე შეიღზუდება, ტროპიკულ წყლებში მარჯნები აღდგენის უნარს დაკარგავენ. მათი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური დანაკარგია, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუცდია.
ექსეტერის უნივერსიტეტის გეოგრაფმა სტივ სმიტმა განაცხადა, რომ 1.5°C ნიშნულის გადაჭარბება უკვე 2030 წლისთვის მოხდება. ამის შემდეგ, მისი თქმით, დედამიწის კლიმატური სისტემა შესაძლოა შეუქცევადი პროცესების დაწყების ზონაში შევიდეს. ეს „არ დაბრუნების“ წერტილები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციებს, რომლებიც ზრდის ეკოსისტემების განადგურებას.
მარჯნების სიკვდილის გარდა, ექსპერტები სხვა ბუნებრივი სისტემების კოლაფსის რისკის შესახებაც აფრთხილებე –, მათ შორის ამაზონის ტროპიკული ტყეების, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულოვანი ფენებისა და ჩრდილო ატლანტიკური კლიმატის მარეგულირებელი ოკეანის დინებების. ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს პლანეტის კლიმატური რუკა.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე საერთაშორისო ზომები არასაკმარისია საფრთხის მასშტაბის მოსაგვარებლად. ისინი სთავაზობენ მეთანის და შავი ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას და მდგრადი წარმოების ჯაჭვებზე გადასვლის დაჩქარებას, მათ შორის ტყეების გაჩეხვასთან დაკავშირებული პროდუქტების აღმოფხვრას.
წყარო: snob.ru
