„დეგუსტო“ ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს

“დეგუსტო” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს – პროექტის ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ნორაკიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, ახალი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება და თბილისში, კერძოდ ში იქნება.
მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანია ნახევარფაბრიკატების წარმოებას დაიწყებს.
“ახალ საწარმოში ნახევარფაბრიკატები ულტრა თანამედროვე სტანდარტებით დამზადდება. არ ვგეგმავთ ქსელურ მარკეტებში შესვლას და ნახევარფაბრიკატების ბრენდის შექმნას – აღნიშნული პროდუქცია ჩვენივე ქსელისთვის იქნება განკუთვნილი. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 100-მდე სახეობის ნახევარფაბრიკატს დავამზადებთ.
რაც შეეხება არსებულ საწარმოებს – ამჟამად ჩვენ 2 საწარმო გვაქვს და ორივე საწარმო დაიხურება და მთლიანი წარმოება ახალ საწარმოში გადავა”, – აღნიშნა სანდრო ნორაკიძემ.