გიორგი ქოჩორაშვილმა არაოფიციალური სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „სპორტინგში“, რომელიც შოტლანდიურ „სელტიკს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თავიდან სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 58-ე წუთზე დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, მორტენ ჰიულმანდის ნაცვლად შევიდა.
შოტლანდიური გუნდი იაპონელმა ნახევარმცველმა რეო ჰატატემ 46-ე წუთზე პენალტით დააწინაურდა. საბოლოო ანგარიში კი 71-ე წუთზე თავდამსხმელმა ლუკ მაკკოვანიმ დააფიქსირა.
„სპორტინგის“ უახლოესი თამაშების განრიგი:
ამხანაგური
21.07. 23:00
სპორტინგი – სანდერლენდი
25.07. 16:00
სპორტინგი – ვილიარეალი
პორტუგალიის სუპერთასი
31.07. 23:45
სპორტინგი – ბენფიკა
პორტუგალიის ლიგა
10.08. 20:00
კასა პია – სპორტინგი
