უპრეცენდენტო დაპირისპირება ევროპულ სტრუქტურებს შორის. პარლამენტი კომისიას სასამართლოში უჩივის. ევროდეპუტატებისთვის მთავარი გამოწვევა და საფრთხე ახლა პუტინის მოკავშირე უნგრეთის ლიდერია, რომელიც გაერთიანებას შანტაჟის ენით ესაუბრება და შარლ მიშელის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ სწორედ მის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირის მართვის სადავეები.
ევროდეპუტატები კატეგორიულად არ ეთახმებიან ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყების გადაწყვეტილებას, რომელმაც უნგრეთს გაყინული ათი მილიარდი მუქარის შეწყვეტის სანაცვლოდ მისცა. სწორედ ეს დახმარება ხდება სასამართლო დავის საგანი. პარალელურად, ევროპელი ლიდერები ვიქტორ ორბანის პოლიტიკური განეიტრალების გზებზე მსჯელობენ. უკვე მზად არის რეზოლუცია, რომელიც უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.