დეა მეტრეველი: რა იქნება შემდეგ? დაველოდოთ BBC-ის პასუხს და არა მხოლოდ

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
პაპუაშვილს ვუსმინე ახლა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. თურმე რამ შეაწუხა რეჟიმი – ივანიშვილი რომ არის მოხსენიებული ქიმიური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებაში BBC-ის სიუჟეტში. ხოდა ამის უარყოფას სთხოვენ BBC-ის. საჩივრის წერილი გაუგზავნეს ვიდეო აიღეთ ინტერნეტ სივრციდანო.
ნუ სხვა მოთხოვნებიც მოაყოლეს ხურდაში მთავარი სატკივარის გასაზავებლად და BBC-ისგან უარყოფას და ბოდიშს ითხოვენ… კამიტი არ გამოგვიყენებიაო (თუმცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტს არ აპროტესტებენ)… ხალხი არ დაგვირბევიაო (აბა, ამ გოგო-ბიჭებმა თავად მიიყენეს დაზიანებები??)… “ოცნება” რუსეთის ინტერესებს არ ატარებსო (ევროკავშირის და დასავლეთის ლანძღვა, რუსეთისთვის შავ ხვრელად გადაქცევა და პოლიტიკური ვექტორის შეცვლა რუსეთ-ჩინეთ-ირანისკენ აბა ვის ინტერესშია?)…
ეს წუხილები თავში ჩამოთვალეს და ბოლოში, სასხვათაშორისოდ, ბიძინა ივანიშვილის კავშირიც ახსენეს.
რა იქნება შემდეგ? დაველოდოთ BBC-ის პასუხს და არა მხოლოდ:)