დეა მამისეიშვილი: ამ ბოლო დროს რაც ქართულ პოლიციას აკადრეს, ასეთი რამ არასდროს მინახავს

პოლიციას დიდი ხანია ფუნქცია დაკარგული აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს რაც ქართულ პოლიციას აკადრეს, ასეთი რამ არასდროს მინახავს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პოლიციამ თავად აკადრა საკუთარ თავს, რადგან ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს, რას მოაწერს ხელს და რის ფასად.

დაკავებულია ყველა სფეროს წარმომადგენელი. ამ ჩხრეკებსაც ვერ ვხვდები. პოლიციას დიდი ხანია ფუნქცია დაკარგული აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს რაც ქართულ პოლიციას აკადრეს, ასეთი რამ არასდროს მინახავს და რაც თვითონ აკადრეს პოლიციელებმა საკუთარ თავს, რადგან ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს, რას მოაწერს ხელს და რის ფასად. ეს ხალხი ყველანაირად აპირებს, რომ ჩაყვეს რეჟიმს. მე შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ჩემ კოლეგას, იმ ადამაინებს, ვინც რუსთაველზე დგას, არ ეშინია დაპატიმრების, არც ჯარიმის და არც პროტესტის შეწყვეტას აპირებენ, – განაცხადა ჟურნალისტმა.