დგებუაძის რა განცხადებას მოჰყვა სიცილი და რა კითხვის დასმის გამო გააძევა მოსამართლემ მოქალაქე – მზია ამაღლობელის პროცესი

ფოტო – ნეტგაზეთი
“ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად” – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის ამ წუთებში იკითხება.
პოლიციის ე.წ. დაზარალებული მაღალჩინოსანი ისევ ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად “ტკივილი განიცხადა”.
“პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მომკიდა და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი”, – თქვა ირაკლი დგებუაძემ პროცესზე Netgazeti-ს თანახმად.
გამოცემა პუბლიკას რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი, წერს:
“დგებუაძე: ეს ჩემს მიერ განცდილი ტკივილი სასაცილო გახდა ძალიან (დარბაზში სიცილია), გეკითხებით, რას განიცდიდით ჩემს ადგილას თქვენ, ასე ხელი რომ გაერტყათ?
„გამოფხიზლებას” – უპასუხა დარბაზიდან ზურაბ ჭავჭანიძემ, ერთ-ერთმა დამსწრემ.
მოსამართლე სახელაშვილი წყვეტს სხდომას, და ჭავჭანიძეს აძევებს. “კაცმა იკითხა და ამან უპასუხა” – ისმის დარბაზიდან.