ფოტოკოლაჟი – ნეტგაზეთი
ნეტგაზეთის ცნობით, დღეს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ის ექსპერტი გამოიკითხა, ვინც ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა სილის გაწვნის შემდეგ.
მედიის ცნობით, ექსპერტმა პროცესზე თქვა, რომ დგებუაძე უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში, თუმცა, შსს–ს მაღალჩინოსანს, ექსპერტის თქმით, სხეულაზე დაზიანებების ობიექტური ნიშანი არ უფიქსირდებოდა.
ექსპერტი ამბობს, რომ არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს ლოყის ან ყურის სიწითლე და აღნიშნავს, რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი.
