დგანან და ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ – გურამ მაჭარაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“

ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს არის აქ, საქართველოში, ჯერ დაწერილი და შემდეგ გადაგზავნილი ესტონეთში,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ესტონეთის მიერ დასანქცირებულთა სიას აქვეყნებენ და განმარტავენ, რომ ლაშა ტალახაძე აგრესიულობის გამო დასანქცირდა.
მაჭარაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე აღარაფერი აქვს, დაფინანსებაც შეუმცირდათ, დგანან და ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ, გადაკვალიფიცირდნენ ესტონეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების ენჯეოებში და ახლა უნდათ, რომ იქიდან შეუტიონ საქართველოს.
„გამჭვირვალობას“, რომ უწოდებს თავის თავს გიგაური და ამ დროს ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია, რომ გახდა და არავის არანაირ ინფორმაციას რომ არ აწვდის , აი ეს არის ზუსტად მიზეზი, იმიტომ რომ საქმე აღარაფერი აქვთ, დაფინანსებაც შეუმცირდათ, თუ სულ არ შეუწყდათ და ახლა დგანან და ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ, გადაკვალიფიცირდნენ ესტონეთის და ბალტიისპირა ქვეყნების ენჯეოებში და ახლა უნდათ, რომ იქიდან შეუტიონ საკუთარ ქვეყანას. ვაშინგტონიდან ვეღარ უტევენ იმიტომ, რომ იქ ჩაეჭრათ ეს წყარო, ბრიუსელში არეულ-დარეულობაა და ჯერ თვითონ არიან დასალაგებლები, არ სცალიათ ახლა გიგაურისთვის და ლომჯარიებისთვის, ახლა მოძებნეს, რატომ?! -იმიტომ, რომ არაერთხელ ითქვა ეს ესტონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებს გამოცხადებული აქვთ უკვე, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, რომ უკრაინაში მშვიდობა ჩვენ არ გვაწყობსო,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა