“და მესი?!” – რა უპასხა გვარდიოლამ ჰოლანდზე დასმულ შეკითხვას [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში “სიტიმ” “იფსვიჩი” საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა. მანჩესტერელთა მხრიდან ჰეთ-თრიქის ავტორი ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანი გახდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ჰკითხეს, არის თუ არა ჰოლანი ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელი, რომელიც აქამდე გაუწვრთნია.
“და მესი?!” – იყო პეპის პასუხი, რითაც ყველაფერი გასაგები გახდა.
ინფორმაციისთვის, ნორვეგიელს პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში უკვე 4 გოლი მოუგროვდა.