„დახმარების გამოყოფით, აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ – ვოლოდინი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას ს დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმაურება. მისი შეფასებით, დახმარების გამოყოფით, შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას“ აიძულებს.
ვოლოდინის აზრით, ეს დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.
„თავისი გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები ს აიძულებს, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ დაასამარონ ეკონომიკა და წაართვან მას მომავალი.
P. S. თუმცა, ეს, ბროლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის. ს დანაშაულებრივი რეჟიმი მარცხს იწვნევს.
თუმცა, მთავარი სხვა რამ არის – ის ფულიც კი, რომელიც კიევამდე ჩავა, დასაბრუნებელი იქნება. ეს ხანგრძლივი იჯარაა, რომლიდანაც ვერ ამოვლენ“, – წერს ვოლოდინი Telegram არხზე.
შეგახსენებთ, -ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი 20 აპრილს დაუჭირა. ქვეყნისთვის ამ დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხი კონგრესში თვეების განმავლობაში იყო გაყინული. ამ ფონზე, უკრაინელი ლიდერები საბრძოლო მასალების დეფიციტსა და დროული დახმარების კრიტიკულ აუცილებლობაზე მიუთითებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით – შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, ქუჩაში მიმდინარე სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა

გურამ მაჭარაშვილი – საგამოძიებო კომისიაში მტკიცებულებად გამოვიყენებთ, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ საკუთარი ქვეყნის დელეგაციას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორი – ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, რადგან ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროკავშირს მიეკუთვნება