“დახვრეტილი ბიჭები, დასახიჩრებული პატიმრები, სამშობლოს ღალატი – ეს პირობები პატიმრობისთვის შეწყალებაზეც მეტია” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

დღეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში აქტიურად განიხილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს შეწყალების საკითხი. როცა ამას ისმენ, გახსენდება მისი ტოტალიტარული რეჟიმის დროს ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტილი ბიჭები, პროვოცირებული ციხის ბუნტი – ჩახოცილი და დასახიჩრებული პატიმრები, ხოლო გადარჩენილნი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი. ახლა საზოგადოებამ განსაჯოს და გაავლოს პარალელი, რა პირობებში ამყოფებდა სააკაშვილი პატიმრებს და როგორ კომფორტულად იხდის დღეს იგი სასჯელს. ზევით ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ის პირობები, რაც მისი პატიმრობისთვისაა შექმნილი, მისთვის შეწყალებაზე მეტიცაა!
ჩემი აზრით, სინანულის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა ყველაფერი მიეტეოს, გარდა სამშობლოს ღალატისა! სამშობლოს ღალატი იყო ისიც, რომ მან გაასხვისა ჩვენი მეორე იერუსალიმად წოდებული, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის სისხლით მორწყული დავით გარეჯი, რომელსაც თურმე, მისი თქმით, მეზობლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონია. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ამაოდ მეტყველება არის ცოდვა, ასევე ამაოდ მდუმარებაც შესაძლოა ცოდვად შეგვერაცხოს.
გიორგი, ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბისა

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?