დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კვირეული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული.
„შეჯიბრებები გაიმართა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში: პარაკალათბურთში, პარაფრენბურთში, მძლეოსნობაში, მშვილდის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ასევე, პნევმატური პისტოლეტიდან და შაშხანიდან სროლაში.
ღონისძიებები დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღით დასრულდა. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამის პარალელურად, მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეული მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას, მათი დამსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი

გიგა ბოკერია – აუცილებელია პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, რაოდენობამდე, განშრევებამდე, რომელსაც რეჟიმი ვერ გაუძლებს, ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს