დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში მიიღებენ მონაწილეობას. სპორტული ღონისძიება „მარშირება რთულ რელიეფზე“ შოტლანდიის ქალაქ პერზირში ტარდება და მასში -ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის წარმომადგენლის, ზურაბ ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით, შოტლანდიაშიუკვე გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები – ვიცე-პოლკოვნიკი ბეჟან მეტრეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ცენტერაძე, უფროსი სერჟანტი ზურაბ დავითოშვილი, უმცროსი სერჟანტი როლანდ მარტიროსოვი, კაპრალი ლერი გიკაშვილი და ზურაბ ჩაჩანიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა გააცილეს და წარმატებები უსურვეს.
შოტლანდიაში გამგზავრებამდე დაჭრილმა სამხედროებმა ორთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გაიარეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში მხარდაჭერას. ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებასა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას წარმოადგენს.
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში