დაწიე ბარიერი – ამ მოთხოვნით შაბათს, 2 დეკემბერს თბილისში აქცია დაანონსდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მდუმარე აქცია 20 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება:
შაბათს, 2 დეკემბერს, 20:00-ზე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქციის პირობებში, ყველა მსურველს შეგიძლიათ მოხვიდეთ და იქონიოთ ბანერი საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ შევახსენოთ რუსულ მთავრობას და საზოგადოებას 0, ბარიერის დაწევის პირობა, რომელიც პირველად 2019 წელს „გავრილოვის ღამეს“ მივიღეთ, ჯერ კიდევ არ შესრულებულა. მორიგი პირობა მმართველმა პარტიამ ჯერ 2021 წლის მიშელის შეთანხმებით დადო, ხოლო 2022 წელს პირობა დადეს, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ, თუმცა ყველა ეს დაპირება შეუსრულებელი დარჩა. ” ნათქვამია ინფორმაციაში.