“დაწვით ევროკავშირის დროშა” – რა დანაშაულებრივი მოწოდებები ვრცელდება თბილისის მერიის გვერდზე

თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, უკვე 5 საათზე მეტია, კომენტარებში, ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდებები ვრცელდება ვიდეოსთან ერთად და გარდა ამისა, მოთხოვნა, გათავისუფლდეს ლაშა შამუხია.
შამუხია დაკავებულია არა დროშის დაწვის გამო, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, როგორც პროკურატურა აცხადებს შარუხიამ მცხეთის მერიის ადმინისტრაციული საკუთრება, ევროკავშირის დროშა გაანადგურა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ვიდეო, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, მოწოდებებით, დაწვან ევროკავშირის დროშები, მეორე დღეა რუსულ ტელეარხებზე აქტიურად შუქდება.
პარალელურად, დაახლოებით, ორი საათის წინ, ალტ–ინფორ წევრებმა, უკვე აასრულეს დაანონსებული დანაშაული ქმედება და ზუსტად თბილისის მერიის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. პოლიციას ადგილზე მისასვლელად, თითქმის ერთი საათი დასჭირდა.
შესაძლოა, ალტ–ინფოს წევრებმა ჩათვალეს, რომ რაკი თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი მოწოდებები არ იშლება და იბლოკება, არც მოქმედებაში შეუშლით მათ ვინმე ხელს, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არის, თუ არა, ამ ორ ფაქტს შორის კავშირი და თუ არის, რომელი? სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ დანაშაულის წახალისებას აქვს ადგილი, იქნებ, სულაც, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია?
გეტყვით იმასაც, რომ თბილისის მერიის გვერდზე, მერიის მხრიდან ბოლო კომუნიკაცია კომენტარებში, ასევე 5 საათის წინ შეიმჩნევა, კერძოდ კი, თბილსერვის ჯგუფის მხრიდან და აქვე, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა ითქვას, მერიის სამსახურებიდან, თბილსერვისის ჯგუფი, ყველაზე ხშირად აქტიურობს ხოლმე კომენტარებში.
შესაძლოა, ახლა ზოგმა გვითხრას, რომ ალბათ, თბილისის მერიამ, არ იცოდა, ეს მოწოდება რომ გავრცელდა მათ გვერდზე, თორემ, იმოქმედება და რომ რომ არცოდნა – არცოდვაა, მაგრამ იმის ცოდნისთვის, რა როგორ პიარდება და რას ითხოვს ხალხი, მილიონობით ლარი იხარჯება, მაგალითად, 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება. ასიათასობით ლარი იხარჯება სახელმწიფო უწყებებისგან მედიამონიტორინგზეც, ასობით ადამიანია დასაქმებული, მერიის პიარსამსახურში და თუ “ალიას” იმედად არიან მაინც და კარგად ყოფილა ჩვენი საქმე და არც ისე კარგად – თბილისის მერის.
ცნობისთვის, თბილისის მერიის, რომლის გვერდზეც უკვე 5 საათზე მეტია ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდებები დევს, წლევანდელი საახალწლო სლოგანია – თბილისი – ევროპული ქალაქი!

ასევე დაგაინტერესებთ