დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში – BBC

დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში – BBC
დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც BBC-ი აღნიშნავს, რომ სანქციებში ე.წ. „ხარვეზი“ ნიშნავს, რომ რუსული ნედლი ნავთობი გადამუშავდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ხოლო პროდუქცია შემდგომ იყიდება დიდ ბრიტანეთში.
ეს არ არის უკანონო და არ არღვევს გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ აკრძალვას, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის სანქციებს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ომისთვის თანხების შეზღუდვას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარყო რუსული ნავთობის იმპორტი 2022 წლიდან.
ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული „წარმოშობის წესები“ განსაზღვრავს, რომ ნედლი ნავთობი, რომელიც დამუშავებულია სხვა ქვეყანაში, ვაჭრობის მიზნებისთვის კლასიფიცირებულია, როგორც გადამამუშავებელი ქვეყნიდან მომავალი.
Next: დასავლური მედია კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს, ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს – ტაკერ კარლსონი

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად