დაწესდეს ემბარგო საპოლიციო ტექნიკის გადაცემაზე, სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება, – Amnesty კამიტის შესაძლო გამოყენებაზე

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებას ეხმაურება და გამოდის მოწოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს „სრული ემბარგო“ საპოლიციო ტექნიკაზე/ინვენტარზე და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება „კამიტის“ სავარაუდო გამოყენებაზე.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი ასევე „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების „წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის“ გამო.
5 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით ორგანიზაცია ეხმაურება BBC Eye-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერი–დეკემბრის მშვიდობიანი მასობრივი აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ სავარაუდოდ გამოიყენა ტოქსიკური ქიმიური აგენტი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
„ამნესტის“ განცხადებით, ხელისუფლება არ ატარებს ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას აქციებისას ძალის სავარაუდოდ უკანონოდ გამოყენების ფაქტზე და პირიქით, „იწყებს სისხლის სამართლის საქმეებს მათ წინააღმდეგ, ვინც დოკუმენტურად აღბეჭდავდა დაზიანებებს, ახდენდა სამედიცინო მტკიცებულებების ანალიზს და საჯაროდ საუბრობდა ტოქსიკური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებაზე“.
„უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას, რაც ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, ჟურნალისტურ საქმიანობასა და ადამიანის უფლებების დაცვას და აფერხებს სახელმწიფო ქმედებებზე ზედამხედველობას“, – აცხადებს Amnesty.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს მოწმეების შევიწროება, უზრუნველყოს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამედიცინო დახმარება და რეპარაციები“.
„საგამოძიებო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, – მთავრობის უართან ერთად, განმარტოს, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს „არეულობის კონტროლისათვის“, ან რა დაამატეს წყლის ჭავლის მანქანებში ქიმიური იარაღების შესახებ საერთაშორისო კონვენციის (CWC) დარღვევით, – აჩვენებს, რომ აუცილებელია, ჩატარდეს გაჟღერებული ბრალდებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მთავრობის ქმედებების საერთაშორისო გამოძიება“, – აცხადებს Amnesty International-ი.
· 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
· გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
· „ქიმიური სითხე UN 1710“ – BBC-ის განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), – „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
· „ქიმიური ფხვნილი UN 3439“ – ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
· „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კვლავ არ ასახელებს იმ ნივთიერებას, რომლის წყალში შერევითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტთან შეკრებილი ათასობით ადამიანი დაშალეს.
· ჟურნალისტებთან საუბრის დროს, BBC-ის გამოძიების შემდეგ სადავოდ გამხდარი ნივთიერების შეძენაზე პასუხისმგებლობა მან დააკისრა წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადამოწმების ვალდებულება არ ჰქონია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი ა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
ფორუმი