“დაწერეთ ბიულეტენზე ნავალნი” – ნავალნაია რუსებს საარჩევნო უბნებზე პროტესტისკენ მოუწოდებს

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს ცოლი იულია ნავალნაია მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით პროტესტი გამოხატონ. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ნავალნაია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ დღესა და ერთ დროს – 17 მარტს, შუადღის საათებში მივიდნენ და ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენი.
“წინ საპრეზიდენტო ა. კი, ეს ფიქცია და სიყალბეა. პუტინი დაიხატავს თავისთვის ნებისმიერ შედეგს, რომელიც სურს, 80%-ს ან თუნდაც 180%-ს. თუმცა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ეს ე.წ. არჩევნები მის წინააღმდეგ გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.
თავად ალექსეი მოგვიყვა, როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. შენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, რათა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, ნამდვილი, ცოცხალი და რეალური ხალხი ვართ პუტინის წინააღმდეგ. საჭიროა საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს მისვლა – 17 მარტის შუადღეს. რა უნდა ვქნათ მერე, თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა. შეგიძლიათ გააფუჭოთ ბიულეტენი. შეგიძლიათ დაწეროთ ბიულეტენზე დიდი ასოებით “ნავალნი” და თუნდაც, თუ ვერ ხედავთ აზრს ხმის მიცემაში, უბრალოდ შეგიძლიათ მიხვიდეთ საარჩევნო უბანთან და იქ იყოთ, შემდეგ კი მიბრუნდეთ და წახვიდეთ სახლში.
თუ თქვენ გაიძულებენ, რომ ხმა უფრო ადრე მისცეთ, არაფერი შეგიშლით ხელს, რომ 17 მარტს 12:00 საათზე საარჩევნო უბანთან მიხვიდეთ. მთავარია – მისვლა. ეს ძალიან უბრალო და უსაფრთხო ქმედებაა, მისი აკრძალვა შეუძლებელია. და ეს დაეხმარება მილიონობით ადამიანს დაინახოს თანამოაზრეები და გააცნობიეროს, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ომს, კორუფციას, უკანონობას”, – თქვა ნავალნაიამ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დანიშნული-ში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციური ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული არ არის.