დაძაბულობა სომხეთსა და ბელარუსს შორის, მხარეებმა ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვიეს

სომხეთმა და ბელარუსმა მინსკსა და ერევანში მათი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ როგორც სომხური ასევე ბელარუსული მედია ავრცელებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებით, სომხეთმა მათი ელჩი ბელარუსში ერევანში დაიბარა. მომხდარს წინ უძღოდა ს გამოსვლა სომხეთის პარლამენტში, სადაც სომხეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ არასოდეს ჩავა ბელარუსში, სანამ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია.
თავის მხრივ, დან მინსკში გამოიწვია საკუთარი ელჩი ბელარუსმაც. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ანატოლი გლაზის თქმით, ვითარებაში გასარკვევად მინსკში გაემგზავრება ბელარუსის ელჩი სომხეთში:
„ყველა თვალს ვადევნებთ თუ რაოდენ რთული შიდა პოლიტიკური ვითარებაა სომხეთში, თუმცა არ გვესმის რა კავშირშია ეს ბელარუსთან. ვითვალისწინებთ რა შექმნილ ვითარებას, ჩვენი ელჩი ასევე გამოემგზავრება მინსკში“ — აცხადებს ბელარუსის საგარეო უწყების პრესმდივანი.
POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბელარუსი, რომელიც ფორმალურად სომხეთის მოკავშირეა, რადგან ორივე ქვეყანა ს მიერ დომინირებული ОДКБ-ს წევრია, აზერბაიჯანს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას აწვდიდა.
ამ თემაზე წაიკითხეთ: POLITICO: ბელარუსი, რომელიც ОДКБ-ში სომხეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანს იარაღს აწვდიდა
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტები მეტ ნათელს ჰფენს სომხეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე კვირაში რუსეთის ირგვლივ შექმნილი ალიანსიდან გასვლა დააანონსა. POLITICO აღნიშნავს, რომ თუ სომხეთი ამ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, ეს დაასუსტებს ს ავტორიტეტს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
ამ თემაზე წაიკითხეთ: „ОДКБ-დან გავალთ. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის“ — ფაშინიანი
გუშინ, 13 ივნისს, სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანმა განაცხადა, რომ მანამ, სანამ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა, მინსკში ჩასვლას არ აპირებს:
„ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა ღიად დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა ომის მომზადებაში და მხარს უჭერდა აზერბაიჯანის გამარჯვებას და ამის შემდეგ ბლოკის ფორმატში რაიმე განხილვაში უნდა მივიღო მონაწილეობა? ვაცხადებ, რომ აღარასოდეს ჩავალ ბელარუსში, სანამ ლეკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია და ვაცხადებ, რომ სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ გაემგზავრება“,— თქვა ფაშინიანმა.