დაძაბული დებატები ბრიუსელში | 1 დღე ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე

კრემლი მთავარი წინააღმდეგობაა – ევროკავშირში ფაქტობრივად ყველა თანხმდება, რომ უკრაინის სტატუსთან დაკავშირებული კრიზისი სწორედ მოსკოვიდან, პირადად ს მიერ იმართება. სწორედ პუტინის დამარცხებისკენ მოუწოდებდა დღეს ვოლოდიმერ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც სულ რამდენიმე საათში უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის და მასთან ერთად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
საქართველოს სტატუსის საკითხი ამ მოლაპარაკებებში პრობლემას არ ქმნის. ც კი ადასტურებს, რომ ქვეყანას ეკუთვნის ეს სტატუსი, თუმცა 9 დათქმის შესრულება აუცილებელი პრობლემაა. ბრიუსელში ყველა დარწმუნებულია, რომ ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა, თუმცა როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, სწორედ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო, ზუსტად არავინ იცის.