დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.
ცაგურიამ გაიხსენა მის დედაზე პოლიციის სამმართველოსთან განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება და აღნიშნა, რომ ტვინის შერყევით იგი საავადმყოფოში იწვა.
“თურმე, მე რომ დამიჭირეს და მცემეს, ესენი გამოსულან შენობიდან გარეთ და იქ არ დაუნდიათ არავინ, ყველა სასტიკად უცემიათ. მაგრამ, რაღაც ჯგუფი გამოვიდა ნიღბებით და ცაგურიას დედა რომელიაო, დედაჩემს უფიქრია, რომ დამიჭირეს, ეტყობა, პირსახოცი და კბილის ჯაგრისი მოიტანეთ, ან რაღაც ასეთს მეტყვიანო და უთქვამს, მე ვარო. ერთ-ერთს ვისაც ნიღაბი ეკეთა, უკითხავს ეს არისო და დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით მერე თურმე, დედაჩემი დიღომში, საავადმყოფოში იწვა. ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე, მე დედაჩემისთვის თვალებში აღარ ჩამიხედავს, ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში,” – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო

სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და “სახრავი ძვალი” არ მიეგდოთ კონგრესმენი უილსონისთვისაც – აშშ-ში “ნაცების” $360-ათასიანი კონტრაქტი დაფიქსირდა