დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ე.წ ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ უნივერსიტეტში არჩევნებზე – სტუდენტ გოგა დანელიშვილს, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა

დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ე.წ ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ უნივერსიტეტში არჩევნებზე – სტუდენტ გოგა დანელიშვილს, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა
ესენი [ნაციონალური მოძრაობა] ჯერ კიდევ ხელისუფლებიდან დროებით გადასულები იყვნენ ოპოზიციაში, რომ სრულად ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, რათა ის დაეტრიალებინათ რასაც ატრიალებდნენ,-ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო სხდომაზე უნივერსიტეტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
დაჩი ცაგურიას განცხადებით, სააკაშვილს ჰყავდა საკუთარი „ზონდერ“ დაჯგუფებები, რომლითაც აკონტროლებდა ყველაფერს, მათ შორის უნივერსიტეტის არჩევნების ჩატარებასაც. ერთ-ერთ სტუდენტს, სწორედ სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ არჩევნების გამო ქუჩაში 7 ტყვია ესროლა.
„უნივერსიტეტის არჩევნებზე, რომელიც ჩვენ მათ პრაქტიკულად მოვუგეთ შეიარაღებული ბანდები, რომელთაგან ერთ-ერთი ზონდერიც გვარად ნათობაძე მკვლელობაზე ზის, სააკაშვილის ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ, უნივერსიტეტში არჩევნებზე. ყუთებს, სადაც ხმას აძლევდნენ გაიტაცებდნენ დაამტვრევდნენ, შემოვარდებოდნენ, მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მოვუგეთ .
უნივერსიტეტის ყოველთვის იყო სირცხვილი პარტიული რაღაცა გავლენიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობა და ჩვენ ვინც ვიყავით ამისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი, ცნობით კი ვიცნობდით ამ ლიდერებს ყველა, მაგრამ ის რომ ახლა ჩემთვის ვიღაცას, თუნდაც სააკაშვილს დაევალებინა, რომ მოდი ეხლა ასე ქენი ეს ტვინ გახურებული სტუდენტები კაი პასუხს დავუბრუნდებით და ვუბრუნებდით კიდევაც ნებისმიერ ეგეთ მცდელობაზე.
იყო ასეთი სტუდენტი გოგა დანელიშვილი, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, ქუჩაში არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
Next: დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს