დაშლილი „ნაცმოძრაობის“ ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა

გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ პარტია „ევროპული საქართველოს” დატოვებას „ხალხის ძალაში“ ეხმაურებიან. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებიც განაგრძობენ დაშლას, რაც ამ პარტიის ბუნების ნაწილია.
„ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბუნება. „ნაცმოძრაობა“ არის ფესვები და ხე, დანარჩენები – „ევროპული საქართველო“ იქნება, „ახალი“, ძველი თუ „ლელო“, ეს არის უკვე ამ პარტიის ყლორტები. ბუნება არის ასეთი, რომ იქ ერთიანობას ვერ იტანენ, არ არსებობს ერთმანეთის გატანა. შესაბამისად დაშლილი „ნაცმოძრაობის“ ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ – შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?