პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის – ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას ბინებში ჩატარებული ჩხრეკები დაშინების მცდელობაა.
„ეს არის მცდელობა, დაშინება მოხდეს მოსახლეობის. არ ვფიქრობ, რო დაშინებას წინ არ დაუდგება მოსახლეობა“, – ამბობს პრეზიდენტი.
დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე, მათ შორის ფულის გათეთრების მუხლით „ატლანტიკური საბჭოს“ კონტრაქტორ HR კომპანიასთან დაკავშირებით.