დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერი ცნობა შემაშფოთებელია — პოტიჩკოვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლუსი პოტიჩკოვა საქართველოში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ეუთოსთვის უმთავრესი პრინციპებია.
„ჩვენი ასამბლეის წევრები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერი ცნობა შეშფოთებით განიხილება.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეუთოს ყველა წევრის მთავარი ვალდებულებაა, მათ შორის საქართველოსთვისაც, რომ უზრუნველყოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ყველა პრინციპის დაცვა.
ჩვენი ასამბლეა ყოველთვის ერთგულად იცავდა იმ ფუნდამენტურ უფლებებს და ღირებულებებს, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებებს“, — განაცხადა პოტიჩკოვამ.
პოტუჩკოვამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორის აქტიური მუშაობა აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის.
„ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, შემაშფოთებელია და მოითხოვს დეტალურ შემოწმებას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მხრიდან.
ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, დაბალანსებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დაცვის აუცილებლობით“, — განაცხადა ლუსი პოტიჩკოვამ.
საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი.
კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
რუსული კანონის ხელახალმა ინიციირებამ გამოიწვია უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში. „ქართული ოცნებას“ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პრემიერ-მინისტრმა მ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტის ვეტოში ასახონ ვენეციის კომისიის დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის პოვნაზე მიანიშნეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩ ს თქმით, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”