„დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელი ბილიკი საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის – გეოლოგების დასკვნა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის“,- ამის შესახებ გეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ვკითხულობთ, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.
გეოლოგიურ დასკვნაში წერია, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საანგარიშო პერიოდში დათვალიერდა და შეფასდა 11 დასახლებული პუნქტი, სადაც საშიში გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციის ნიშნები ძირითადად არ ფიქსირდება ან იმდენად უმნიშვნელოა, რომ გარემოს სახეცვლაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. მდინარე ჭოჭიანას ხეობაში ს. გომარეთი ხრამჰესი 1 საავტომობილო გზის დამაკავშირებელ მონაკვეთზე დაფოიქსირდა ახალი გრავიტაციული პროცესის საშუალო საშუალო ინტენსივობითი რეაქტივიზაციის ფაქტი. თუმცა, „დაშბაშის” კანიონის ტურისტულ ბილიკზე, მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის, მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება. თბილისის საავტომობილო გზის ერთ უბანზე ს. ბეშთაშენის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე, ბოლო პერიოდში სეზონურად ადგილი აქვს მეწყრული პროცესის საშუალო ინტენსივობით აქტივიზაციას და გზის ვაკისის დეფორმაციას“,- ნათქვამია კვლევაში.