დაშბაშის კანიონზე ტურისტული სეზონი გაიხსნა (bm.ge)

დაშბაშის კანიონი (Tsalka Canyon), რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეკო-ტურისტულ მიმართულებად იქცა, უკვე ღიაა ვიზიტორებისთვის.
როგორც „კასს ლენდის” გენერალური დირექტორი, ეკატერინე თორდია BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და ვიზიტორთა ნაკადი საგრძნობლად არის გაზრდილი, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების ბაზრებიდან.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ინდოეთიდან, დან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ტაილანდიდან და დან, რაც პირდაპირ ასახავს ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
ფასები ზრდის მიმართულებით, წელს 10%-მდე დაკორექტირდა. ერთი ვიზიტორისთვის დღიური ბილეთის ფასი 46 ლარს – საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისთვის 79 ლარს შეადგენს“, – აღნიშნავს თორდია და დასძენს, რომ აღნიშნული ფასნამატი იმ მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და განვითარებას უკავშირდება, რაც ბოლო პერიოდში ტურისტულ ობიექტში განხორციელდა.
რაც შეეხება თავად ტურისტულ ობიექტს, დაშბაშის კანიონში დღეს დამსვენებლებს არამხოლოდ ბუნებრივს სილამაზეს, არამედ სრულფასოვანი ტურისტული გარემოს სთავაზობს. კერძოდ, ახალი სასტუმრო, სპა, აუზი, საუნები, შეხვედრების და სამუშაო სივრცეები, რესტორნები და სხვა კომფორტული სერვისები ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სტუმრისთვის.